უსთავი 2-ის საქმეთან დაკავშირებით არხის გენერალურმა დირექტორმა განცხადება გააკეთა. მან იუსტიციის მინისტრს მიმართა და აღნიშნა, რომ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება დღესვე შეუძლებელია.
“მივმართავ იუსტიციის მინისტრს, ქალბატონ თეა წულუკიანს, მისი ინტერპრეტაცია ამ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ ძალაში შესვლასთან დაკავშირებით, რომ ქიბარ ხალვაშს შეუძლია მივიდეს სადღაც და სახელმწიფო დაურეგისტრირებს, იმიტომ რომ ეს ასეა, არასწორი ინტერპრეტაციაა სამართლებრივად და იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, თუ არა დანაშაულებრივი მითვისება მედიისა, რომელიც, მიუხედავად სტრასბურგის სასამართლოს უმძიმესი გადაწყვეტილებისა, ჯერ კიდევ ინარჩუნებს შანსს, რომ ეს გადაწყვეტილება მთლიანად შეცვალოს. იმ შემთხვევაში, თუ დიდი პალატა მიიღებს ამ ერთ საკითხზე გასაჩივრების შანსს, მიიღებს ამას წარმოებაში და დაადგენს, რომ პირველი ინსტანციის მოსამართლე, თამაზ ურთმელიძე იყო მიკერძოებული, საქმე სრულად ინგრევა. ამ შემთხვევაშ თუ დარეგისტრირებული იქნება უკვე ქიბარ ხალვაში და თან უკანონონდ, საქმის შეტრიალება იქნება შეუძლებელი. ამიტომ ახლა ქიბარ ხალვაშის კანონსაწინააღმდეგო დარეგისტრირება იქნება საქართველოს კონსტიტუციის და ევროპული კონვენციის დარღვევა და თანამდებობრივი დანაშაული”. – განაცხადა ნიკა გვარამიამ