20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დაკავებულ 6 პირს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. ბრალი მათ დღეს, დიღმის მთავარ სამმართველოშიწარუდგინეს. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით არის აღძრული, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას, ორგანიზებას ან მასში მონაწილეობას. ამასთან, კიდევ ერთ დაკავებულს, თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს ბრალს ოფიციალურად 27 ივლისს წარუდგენენ.
20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე შსს-მ 25 ივლისს 5 პირი დააკავა, მათ შორის ირაკლი ოქრუაშვილი. 26 ივლისს კი 2 პირი დააკავეს, მათ შორის მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი მორის მაჩალიკაშვილი.
აღკვეთის ღონისძიების შეფარდება თბილისის საქალაქო სასამართლო, სავარაუდოდ, 27 ივლისს იმსჯელებს.
სულ 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე 19 პირია დაკავებული.
კომენტარები