თბილისის მოსახლეობის 57% მომხრეა და წარმატებულს უწოდებს ტაქსების რეფორმას, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გადაცემა “კვირის თემაში” სტუმრობის დროს განაცხადა. მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით კვლევა ჩატარდა.
“ჩვენ იმის ფუფუნება და შესაძლებლობა არ გვაქვს, რომ ჯერ ერთი პროექტი გავაკეთოთ, შემდეგ დავსხდეთ და ველოდოთ “მოდი ახლა ეს პროექტი დამთავრდება და მერე დავიწყოთ მეორე”, სად არის მაგის დრო? ოთხი წლით ვარ არჩეული და ხალხმა სწორედ იმიტომ ამირჩია რომ საქმე გავაკეთო”, – განაცხადა კალაძემ.
კალაძის თქმით, ტაქსით მომსახურება ძირითადად იმ მძღოლებს შეეზღუდათ, რომელთა ავტომობილებმაც ტექდათვალიერება ვერ გაიარეს, თბილისის მერის თქმით საუბარია მანქანების 30%-ზე.
კომენტარები