მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მოსამზადებელი ციკლის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ამხანაგურ მატჩში ლატვიის ეროვნულ ნაკრებს რიგაში დაუპირისპირდა.
სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა ქართველი კალათბურთელების გამარჯვებით, ანგარიშით 87:77, დასრულდა.
2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ შესარჩევ ეტაპზე ეროვნული ნაკრები 2 ივლისს უკრაინას რიგაში დაუპირისპირდება, 5 ივლისს კი ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს.
კომენტარები
