ცოლ-ქმარი, რომელიც თბილისი-ბათუმის მატარებლიდან ინფექციურ საავადმყოფოში სხვა მგზავრების მოთხოვნით გადაიყვანეს, კლინიკიდან გაწერეს.
მედიკოსების თქმით, ჩინეთის მოქალაქეებს კორონავირუსის არც ერთი სიმპტომი არ აღენიშნებოდათ.
“ჩინეთის ორ მოქალაქეს, რომელიც გუშინ ჩვენთან რკინიგზის სადგურიდან მოიყვანეს, ტემპერატურა არ აღენიშნებოდა. არც ხველა, არც სუნთქვის უკმარისობა და არაფერი საეჭვო არ ვლინდებოდა. აქედან გამომდინარე, მათი ჰოსპიტალიზაცია საჭიროდ არ ჩაითვალა და ამიტომ გავწერეთ საავადმყოფოდან,” – განაცხადა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.
კომენტარები