ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მედპერსონალი პერსონალური დაცვის ყველა საჭირო საშუალებით არის უზრუნველყოფილი.
„კორონავირუსთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მედპერსონალი უზრუნველყოფილია პერსონალური დაცვის ყველა საჭირო საშუალებით. შესაბამისად, რისკ ჯგუფში მყოფ პაციენტთა შემოწმება და ტრანსპორტირება ხდება C დონის ბიოლოგიური დაცვის უსაფრთხოების ტანსაცმლით, სამედიცინო ნიღბებითა და ასევე პერსონალური დაცვის სათვალეებით აღჭურვილი მედიკოსების მიერ.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი მოქალაქეებისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენას უსაფრთხოების ნორმების ყველა კომპონენტის დაცვით უზრუნველყოფს,” – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.