თბილისის ბოქსირებულ განყოფილებაში 23 პაციენტია მოტავსებული, რომელთა შორის ახალი კორონავირუსი 3 პაციენტს დაუდგინდა. მათი ჯანმრთელობა პოზიტიურად პროგრესირებადია და მკურნალობას განაგრძობენ.
გასული დღე-ღამის განმავლობაში სხვადასხვა საკარანტინო ზონაში 21 მოქალაქე გადაიყვანეს. ბოქსებში მოთავსებული 6 პაციენტი ლუგარის ლაბორატორიიდან ტესტის შედეგს დღის პირველ ნახევარში მიიღებს, დანარჩენების პასუხებიც რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.
სხვადასხვა საკარანტინო ზონიდან გადაიყვანეს სამი პაციენტი, რომლებსაც ჯანმრთელობის მხრივ გარკვეული დისკომფორტი ჰქონდათ. იტალიიდან ჩამოსული ერთი პაციენტი ბოქსებში აეროპორტიდან მიიყვანეს.
საქართველოში კორონავირუსის სამი შემთხვევა დადასტურდა.
კომენტარები