ნიკოლ ფაშინიანის დაცვის თანამშრომელი მაღალი ტემპერატურით ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს. ამის შესახებ ინფორმაციას „თაიმერი“ ავრცელებს.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის დაცვის თანამშრომელს მაღალი ტემპერატურა და კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნა. იგი სასწრაფოდ გადაიყვანეს ერევნის ინფექციურ საავადმყოფოში.
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდა. სომეხი კოლეგა, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურმა გიორგი გახარიამ გააცილა.
კომენტარები