„მოხიბლული ვარ, კორონავირუსთან დაკავშირებით როგორ მართავს პროცესს საქართველოს ხელისუფლება“, – ამის შესახებ საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩმა დიეგო კოლასმა თბილისის მერთან კახა კალაძესთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
ელჩმა საქართველოში განხორციელებულ საპროფილაქტიკო ღონისძიებებს მაღალი შეფასება მისცა.
„კორონავირუსთან დაკავშირებით ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა შესაბამისი უწყება, ქვეყნის მასშტაბით, მაღალი სტანდარტით აწარმოებს კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებელ პროფილაქტიკურ ღონისძიებებს. მოხიბლული ვარ, როგორ მართავს პროცესს ხელისუფლება“, – განაცხადა საფრანგეთის ელჩმა.
კომენტარები