საჩხერის საავადმყოფოში ამ დროისთვის ლუგარის ლაბორატორიიდან ახალ კორონავირუსზე ერთი პაციენტის პასუხს ელოდებიან.
პაციენტი ჭიათურის მცხოვრებია. ის საზღვარგარეთ არ ყოფილა, თუმცა საავადმყოფოს დირექტორის, მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, მას კონტაქტი ჰქონდა უცხოეთის მოქალაქეებთან და სიმპტომების გამო გახდა მისი გადაკონტროლება საჭირო.
პასუხს ლაბორატორიიდან საღამოს ელოდებიან.
კომენტარები