ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, კლინიკაში ამჟამად 42 პაციენტი იმყოფება. მათგან 17 პაციენტზე აღებულია მასალა გამოსაკვლევად და ჯერ არცერთის პასუხი არ არის ცნობილი.
„კლინიკაში არის დადასტურებული 12 შემთხვევა, 12-დან ორის მდგომარეობა რჩება შედარებით მძიმე, ორიდან ერთ-ერთის მდგომარეობა უფრო მძიმეა, მას უტარდება ყველა საჭირო მკურნალობა, ჯერ არ დასჭირვებია ინტენსიური თერაპიის ღონისძიებები და ჟანგბადით თერაპია, თუმცა შესაძლოა, დასჭირდეს და კლინიკა ამისთვის მზად არის.
მეორე პაციენტის ტემპერატურამ აიწია 38-მდე, ჯერ ბოლომდე არ არის დადასტურებული, მაგრამ სავარაუდოდ, მასაც აქვს ორმხრივი პნევმონია. დანარჩენი 10 პაციენტიდან 1 აბსოლუტურად უსიმპტომოა, ხოლო ცხრას აქვს მინიმალური სიმპტომები“, – განუცხადა ჟურნალისტებს თენგიზ ცერცვაძემ.