თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რომიდან ორი თვითმფრინავი ჩამოფრინდა. საქართველოს ხელისუფლების მიერ დაგეგმილი სპეციალური რეისებით Georgian Airways-ის თვითმფრინავებით იტალიიდან საქართველოს 156 მოქალაქე ჩამოვიდა.
გამოფრენამდე მათ შემოწმება ჩაუტარდათ და არც ერთს კორონავირუსის სიმპტომი არ აღენიშნებოდა. მიუხედავად ამისა, ისინი საქართველოში კვლავ გაივლიან შემოწმებას, რის შემდეგაც პრევენციის მიზნით, ყველა მათგანი 14 დღიან კარანტინში გადავა.
იტალიის რესპუბლიკასთან ფრენების დროებით შეჩერების შედეგად, იტალიაში დარჩენილი საქართველოს იმ მოქალაქეების ჩამოყვანა, რომლებსაც მომდევნო ორი კვირის განმავლობაში უკან დასაბრუნებელი ბილეთები გაუუქმდათ, საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო.
კომენტარები