წყალტუბოს სასტუმროში იზოლირებული მგზავრებიდან, ორი მოქალაქე კლინიკაში გადაიყვანეს.
იტალიიდან ჩამოსულ ორ მოქალაქეს წუხელ მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა და მათი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.
კლინიკის ექიმის თემურ ნადირაძის ინფორმაციით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, აუღეს ანალიზები და პასუხებს ელოდებიან.
წყალტუბოს კლინიკაში ვირუსის სიმპტომით ამ დროისთვის 8 პაციენტია მოთავსებული. ნაწილი საზღვარგარეთ იყო, ნაწილს შეხება ჰქონდა საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებთან. ისინი ბოქსირებულ პალატებში არიან მოთავსებული.
კომენტარები