კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქელეხებსა და ქორწილებზე, შესაძლოა, შეზღუდვები დაწესდეს – ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის უფროსის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა.
“რაღაც ეტაპზე, საჭირო გახდება მეტი შეზღუდვები. მაგალითად, ეს არის პირველ რიგში 100-კაციანი ქორწილები, ქელეხები. ეს არის შეზღუდვა ჩვეულებრივი ცხოვრების წესის, ამისთვის წინასწარ უნდა ვიყოთ ყველანი შემზადებული, რომ დიდი თავყრილობები შეიძლება მთავრობამ აკრძალოს“- განაცხადა პაატა იმნაძემ.
კომენტარები