„პიცალანდიას“ გუნდმა ინფექციური საავადმყოფოს მედ-პერსონალს პიცები გაუგზავნა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში „პიცალანდიას“ გვერდი წერს.
„ამ დღეების განმავლობაში ყველა ერთხმად ვაღიარებთ, რომ ჩვენი ექიმები, ექთნები და შესაბამისი სამსახურები, წარმოუდგენელ სირთულეებს უმკლავდებიან და ზრუნავენ ჩვენზე.
გუნდმა თავი ვალდებულად ვიგრძენით, არა მხოლოდ სიტყვებით გამოვხატოთ მადლიერება, არამედ მცირედით გავახალისოთ და გავამხნევოთ ისინი.
შესაბამისად დღეს ინფექციური საავადმყოფოს მედპერსონალს, სადილზე ჩვენი გემრიელი პიცები გავუგზავნეთ!
ვფიქრობთ, კარგი იდეაა სოციალური კამპანია დავიწყოთ, სამედიცინო პერსონალის გასამხნევებლად და მხარდასაჭერად, რომლებიც სიცოცხლის რისკის ფასად მუშაობენ 27/7-ზე“- წერია პოსტში.
კომენტარები