ნიკო ლეკიშვილი კახა კალაძის ლაივ-ჩართვას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„50 წელი ქალაქის სხვადასხვა სამსახურში ვმუშაობდი. ჩემს წინ გაიარა ყველაფერმა, ორჯერ ვიყავი ქალაქის სათავეში და დამეჯერება ალბათ, რომ ასეთი მასშტაბის, ასეთი მრავალპლანიანი, ყოვლისმომცველი რეკონსტრუქცია ქალაქში არ ჩატარებულა. ამასთანავე, ასეთ შემჭიდროებულ დროსა და რთულ პირობებში. კახი და მთლიანად ქალაქის ხელმძღვანელობა იმსახურებს პირადად ჩემგან პატივისცემას და მადლობას,“- წერს ნიკო ლეკიშვილი თბილისის მოქმედი მერის კახა კალაძის ფეისბუქ გვერდზე.
კომენტარები