ბიზნესვუმენი ბაია დავითაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“მოკლედ, ასეთი ამბავია: დეკემბრის ბოლოს გამოვიყვანე მანქანა BMW X5 xDrive40i „ომეგა
მოტორსიდან“. ზოგადად, მანქანების ბევრი არაფერი გამეგება. ზუსტად ამიტომ გამოვიყვანე ცენტრიდან ახალი. როცა ცენტრიდან ახალი მანქანა გამოგყავს მინიმუმ იმის მოლოდინი არსებობს, რომ ელემენტალური პრობლემები არ შეგექმნება და გარკვეული პერიოდი ბენზინის ჩასხმისა და ზეთის გამოცვლის გარდა, მანქანას სხვა მომსახურება არ დასჭირდება. მით უფრო იმ პირობებში, როცა ამ მანქანით აუტისტური სპექტრის მქონე შვილს ვატარებ თითქმის ყოველდღიურად.
გამოყვანიდან დაახლოვებით ორ კვირაში მანქანა ევაკუატორით შევაბრუნე უკან, ცენტრში (შუა გზაში გაჩერდა და აღარ დაიქოქა). მას შემდეგ, ეს ახალი, ძვირადღირებული მანქანა ძირითადად ისევ Omega Motors-ში და BMW-ს სერვის ცენტრში დგას. ხან რა უფუჭდება, ხან რა. გამომატანენ, გავაკეთეთო და 1 საათში ან 1 დღეში ისევ ფუჭდება – ხან ელექტრობა არ მუშაობს,(მონიტორი საერთოდ არ აჩვენებს,გათიშულია) ხან პარკირების სენსორები, ხან უკანა ხედვის კამერა ითიშება, ხან რადიო ირთვება თავისით ბოლო ხმაზე და აღარ ითიშება,ხან მიგალკა არ ირთვება… მერე ისევ მიმყავს ცენტრში და ხან რას მპირდებიან, ხან რას. ხან გერმანიიდან ნაწილს ელიან, ხან ადგილზე აკეთებენ და ვერ აკეთებენ. მერე მატანენ და აღმოჩნდება, რომ ისევ არ მუშაობს.
მოკლედ, ძვირადღირებული ჯართი შემომატენეს – ახლა უკვე ვფიქრობ, რომ სრულიად შეგნებულად. რამდენჯერმე ვთხოვე, გამომიცვალეთ მეთქი – თუ უფრო ძვირიანი მოდელი იქნება, თანხასაც დავამატებ თქო. რომ მივდივარ, ფანჯრიდან ფანჯარაში მამისამართებენ. ხან პატრონი და მომკითხავი არაა ადგილზე. როცა კადრულობენ და მელაპარაკებიან, იურისტი ერთს მეუბნება, მენეჯერი მეორეს,დირექტორი მესამეს „ვცდილობთ დაგეხმაროთ, აუცილებლად შევატყობინებთ ჰედ ოფისს“; სხვათა შორის, მენეჯერმა დამიდასტურა, მანქანას შეგიცვლითო კიარადა, ახალი მანქანა უკვე გზაშიაო და, მეტად სარწმუნო რომ ყოფილიყო, ახალი ავტომობილის ტექნიკური მონაცემებიც გადმომცა); მერე „ვინ შეგპირდათ მანქანის გამოცვლას? საიდან მოიტანეთო?!“; მოკლედ ნაგავი მანქანა და ბუნდოვანი დაპირებები – მე. ასე დალაგდა.
რომ გავიკითხე, აღმოჩნდა, რომ „ომეგა მოტორსთან“ ურთიერთობა ბევრის ტკივილი ყოფილა.მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ამდენი თვის თავზე, მყარად ჩამომიყალიბდა შთაბეჭდილება, რომ საქმე გამოცდილ აფერისტებთან მაქვს. ხოდა, სანამ ვინმე ჩემს მდგომარეობაში აღმოჩნდება და ომეგამოტორსთან საქმის დაჭერას მოინდომებს, მაინც გაიხსენეთ ჩემი ისტორია. ომეგა მოტორსი • Omega Motors Levan Janashia, Lasha Tsertsvadze, Zaza Bibilashvili Tatia Melashvili”