ფულის გათეთრება, არეულობა ომი… აი, რა გაწყობთ თქვენ… ქართველი ბიჭების დაღვრილი სისხლით ვაჭრობა! – ამის შესახებ დავით ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“ფარჩაკებო რამ შეგაშინათ ასე?! ხვდებით ხო რო მთავრდებით?! ვეღარ გიშველიან თქვენი მფარველები ვერც აქ და ვერც შორეული თბილი ქვეყნებიდან! ყველა მიხვდა რო თქვენთან თანამშრომლობა, თქვენი ლობირება და დაცვა უკვე მათ რეპუტაციას აყენებს დიდ ზიანს!
ხალხი ბრძენია! ყველაფერს კარგად ხვდება! მჯერა, რომ ქართველი ხალხი ოქტომბერში საქართველოს მტრებს საბოლოოდ გამოგიტანს განაჩენს. თქვე ფარჩაკებო, რაში გაწყობთ შერიგება და მშვიდობა?! თქვე ვირთხებო… ფულის გათეთრება, არეულობა ომი… აი რა გაწყობთ თქვენ… ქართველი ბიჭების დაღვრილი სისხლით ვაჭრობა!! 😡თქვენ ყველაზე წმინდას შეეხეთ?! შვილმკვდარ დედებს გინდათ ჩაუქროთ იმედის ნაპერწკალი მოლოდინისა, რომ ისინი გმირულად დაბრუნდნენ აფხაზეთის მიწაზე, ჩვენს სამშობლოში, სადაც გმირულად დაეცნენ მათი შვილები თავისი სამშობლოს დაცვისათვის უთანასწორო ბრძოლაში! გაუძელ ჩემო საქართველო, ცოტაც გაუძელ შიდა მტრებს: ყველაფერი კარგად იქნება”, – წერს დავით ოქიტაშვილი.