ლევან ვარშალომიძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
„თუ ვინმეს ეგონა უკრაინაში მაღალი პოზიციის გამო, საქართველოს ბედზე ხელს ჩავიქნევდი და ამ საბედისწერო მომენტში პირად კომფორტს ვამჯობინებდი, ძალიან შეცდით. მე ახლა ვარ ტრაპზონში და ზუსტად ორ საათში ჩემს საყვარელ ბათუმში თქვენთან ერთად ვიქნები, რათა ერთად მოვიშოროთ თავს მოხვეული რუსული ოცნება. შევწყვიტოთ ეკონომიკის უკუსვლა და სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევა. ჩვენ ერთად გადავლახავთ ამ ისტორიულ გაუგებრობას და ჯერ არარსებული ტემპით, განავითარებთ ჩვენს ულამაზეს საქართველოს. აბა დროებით, შეხვედრამდე. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ”, – აცხადებს ლევან ვარშალომიძე.
კომენტარები