გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურად მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებულის, არჩილ გაგნიძის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება.
ვასილ მამულაშვილის ინფორმაციით, არასამუშაო დღეს გაგნიძესთან საკანში პროკურორი შევიდა და მას ჩვენების მიცემას, ადვოკატის გარეშე სთხოვდა. გაგნიძემ ჩვენების მიცემაზე უარი თქვა.
შაბათ დღეს შევიდა პროკურორი. რომელი პროკურორი, უცნობია. ის ითხოვდა მის დაკითხვას. შეკითხვაზე, რატომ არ არიან ადვოკატები, პასუხი არ ჰქონდა და ფაქტობრივად, აიძულებდა ჩვენების მიცემას. ადვოკატების გარეშე, მან არანაირ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიიღო… თუ პროკურორს ჰქონდა გამოკითხვის ინტერესი, უნდა ეკითხა ჩემთვის. ამასთან, პროკურორი არ ახდენს გამოკითხვას და ახდენს გამომძიებელი, – განმარტავს გაგნიძის უფლებადამცველი.