ჟურნალისტი და საინფორმაციო სააგენტო „ექსკლუზივ ნიუსის“ დამფუძნებელი დარეჯან ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და “ნაციონალური მოძრაობის” მიერ, ბათუმში ლევან ვარშალომიძის კანდიდატურის წარდგენას ეხმაურება.
„ეს გარეწარი ლევან ვარშალომიძე , ნამდვილად ბევრ ხმას წაართევს „ქართულ ოცნებას”… ასევე, “ევროპული საქართველოც” იმაზე იმუშავებს ბათუმში, რომ მმართველ პატრიას წაართვას, გამარჯვებისთვის ის საკმარისი ხმები, რაც ცხადია, ნაციონალებს სჭირდებათ… დღევანდელი რეალობა კი ასეთია… გვინდა თუ არა ეს, ნაცები ბათუმში, ამ ნარკომანი ვარშალომიძის სასარგებლოდ, სერიოზული რაოდენობის ხმებს მოიპოვებს და “ქართული ოცნების”, ასლან აბაშიძის დროინდელი პოლიციელი რესან კონცელიძე, დიდი ალბათობით, ამ არჩევნებს ღირსეულად ვერ მოიგებს…. გასაგებია “ქართული ოცნების” მიმართ მხარდაჭერა და რეიტინგი ბათუმში მაღალია, მაგრამ თავად კანდიდატსაც უნდა ჰქონდეს ის რეალური რეიტინგი, მიშას სისხლიანი რეჟიმის ერთ-ერთ მონსტრს, – ვარშალომიძეს რომ დაამარცხებს… თუმცა, იმ შემთხვევაში, თუკი “ქართული ოცნების”კანდიდატი, საფუძვლიანი კვლევების მიხედვით არის წარდგენილი, მაშინ კი ბატონო და ხოო, მაგრამ თუკი ეს ტიპი, ვიღაც ვიღაცეების ოჯახის წევრების მხარდაჭერილი კანდიდატია და სხვა მეტი არაფერი, მაშინ მოუწევს მმართველ პარტიას ბათუმში, ხელახალი კვლევის ჩატარება და ყველა, ნაცნობ-მეგობრობით ნაკრავი, მუჯლუგუნების გვერდზე გაწევა, რომელიც “კანდიდატის” წარმოსაჩენად “უანგაროდ” გაიღეს “მეგობრებმა”, – რადგანაც ყველას გვახსოვს გურიაში, წინა არჩევნებზე, როგორ ჩაატარა “ქართულმა ოცნებამ” ხელახალი კვლევა და საბოლოოდ არჩევანი, ღირსეულ კანდიდატზე როგორ შეჩერდა… (გაიმარჯვა კიდეც წილოსანმა დ.ლ) ასე უნდა მოხდეს წესით ამჯერადაც… უბრალოდ, საწყენია, როცა ეს მზესავით ქალაქი ბათუმი, ვარშალომიძე გარეწარისა და ნაციონალი ბანდიტების სათარეშოდ რომ უნდა იქცეს ამ საარჩევნოდ… ამ განცდებისთვის ყველა ბათუმელი, მართლა მეცოდება…ხოდა, ვის მოგეწონებათ, ან არ მოგეწონებათ, ეს ჩემი სიმართლე და ნააზრევი, მართლა ნაკლებად მაინტერესებს, რადგანაც ბათუმი არის ქართველი ხალხის საკუთრება და არა ვიღაც ფულზე დახარბებული ჩინოვნიკების სათარეშო გარეუბანი…
კეთილი ინებეთ და მოიქეცით წესიერად, ჩაატარეთ კვლევა და ღირსეულის სასარგებლოდ გადაწყდეს ეს უსერიოზულესი საკითხი… არადა, ბათუმში უამრავი ღირსეული ადამიანია იმისთვის, რომ საკუთარი შესაძლებლობებით დაუპირისპირდეს უღირს ძალას და ღირსეული გამარჯვება მოიპოვოს საპარლამენტო არჩევნებში…
მოკლედ, ბათუმი შესაძლოა, ამ წინა საარჩევნოდ, ნაციონალური მოძრაობის პროვოკაციების პოლიგონად გადაიქცეს…
ცოტა აზრზე მოდით და ჭკვიანად მოიქეცით ზოგიერთებმა, თორემ არც გვარებისა და სახელების დასახელებას მოვერიდები, კი იცით, ვინ, სად და რა ფასად, რატომ აღმოჩნდა იქ, სადაც წესით, არ უნდა აღმოჩენილიყო.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩემი მიზანია, გაიმარჯვოს ღირსეულმა და ბათუმი ხელში არ ჩაუვარდეთ ნაც-ჯალათებს. ეს მაინტერესებს და სხვა მეტი არაფერი…სამართლიანობის მხარდამჭერი ვიყავი, ვარ და ვიქნები მომავალშიც!
ჭკუით, თორემ გამხელთ, ახვრებო!“ – წერს ლიპარტელიანი.