ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ლევან ვარშალომიძის საქართველოში დაბრუნების რეალურ მიზეზებზე წერს.
“იკვეთება რაღაც კონტურები, რატომ ჩამოვიდა ლევან ვარშალომიძე (უკრაინულ მედიაშია ლევონი წერია).
5 თვის მანძილზე ოფისის ხელშეკრულებაც კი ვერ გააფორმაო, – წერენ უკრაინაში, და საქართველოში დაბრუნდაო. ასევე აღნიშნულია, რომ ვარშალომიძემ ზელენსკის შესჩივლა მომბეზრდა უხელფასოდ მუშაობაო.
10 დღით ადრე, 20 აგვისტოს, ბატონი დავით ქართველიშვილი წერდა (იხ. პოსტი https://bit.ly/3lABchd), რომ ერდოღანის თხოვნით დაინიშნა აღნიშნულ თანამდებობაზე, ხოლო მას შემდეგ, რაც ინვესტფონდისთვის კულტურის სამინისტროს მიერ გამოყოფილი შენობა ვარშალომიძემ გაარემონტა და სამინისტრომ უკან დაიბრუნა, ზელენსკისთან აუდიენცია შედგა. მკვახე საუბრის შემდეგ, “ზე” გაბრაზებულა და უთქვამს, “დავაი” ახლა ყველამ აქედან, წადით “სახლებშიო”. რუსულად ცოტა სხვაგვარად ჟღერს. ზემოთ მითითებულ პოსტში დეტალურადაა მარშრუტი აღწერილი.
პოსტი 10 დღის წინ დაიწერა. პოსტშიც და უკრაინულ სტატიაშიც ინვესტფონდის შენობის ირგვლივ არსებული კონფლიქტი ემთხვევა.
ისე, 5 თვე უხელფასოდ რომ გასძლო, მაგარი ენთუზიაზმი უნდა ჰქონოდა. მოზიდულ ინვესტიციებთან დაკავშირებით, ამ 5 თვის მანძილზე, ინფორმაცია არ მოიპოვება.”