შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან სამი პირი დააკავა.
მათი დაკავება ადმინისტრაციული 166-ე და 173-ე მუხლებით მოხდა, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობას გულისხმობს.
ცესკო-სთან „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა შენობაში კარვის შეტანა სცადეს. ამის საშუალება კი მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.
კომენტარები