თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე ავარიას მსხვერპლი მოჰყვა. imedinews-ის ინფორმაციით, სამარშრუტო ტაქსი და „მერსედესის“ ფირმის ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახნენ.
თვითმხილველების თქმით, შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ. დაშავდა ოთხი მგზავრი. სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებით დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავთ.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სახანძრო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
წინასწარი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.
კომენტარები