ქუთაისი-ხონის დამაკავშირებელ გზაზე ავარია მოხდა.
შემთხვევის შედეგად, 28 წლის გოგო ადგილზე გარდაიცვალა.
თვითმხილველების ცნობით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ბენზინმზიდი დაეჯახა. 28 წლის გოგო მსუბუქ ავტომობილს მართავდა, რომელიც დიდი სისწრაფით შეეჯახა ბენზინგასამართი სადგურიდან გამავალ სატვირთოს. ბენზინმზიდის მძღოლი არ დაშავებულა.
ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
კომენტარები