ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 5 სრულწლოვნის სასამართლო პროცესი დღეს, ე.წ. ოქროს მოწმის, დაზარალებულის სტატუსის მქონე ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის დაკითხვით განახლდება.
აღნიშნულ საქმეზე იაკობ ბრეგვაძის დაკითხვა თბილისის საქალაქო სასამართლოში გასულ სხდომაზე დაიწყო, თუმცა, ადვოკატების მოთხოვნით, პროცესი გადაიდო.
როგორც უფლებადამცველები აცხადებენ, იაკობ ბრეგვაძემ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებებიდან სასამართლოში რადიკალურად განსხვავებული ჩვენება მისცა. არსებული ინფორმაციით, დახურულ სხდომაზე იაკობ ბრეგვაძემ ბრალდებულების მამხილებელი ჩვენება მისცა და ისაუბრა იმ გარემოებებზე, რაზეც აქამდე არცერთ ჩვენებაში უსაბრია.
ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 5 პირს ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას, მაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.