ძალიან მალე მოვა დრო, როცა ოპოზიციური ჯგუფები პარლამენტში ფრაქციებს შექმნიან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
თალაკვაძის განცხადებით, საპარლამენტო პროცესში ოპოზიციის მეტი წარმომადგენელი ერთვება, რომელთაც მაქსიმალურად უნდა მიეცეთ რეგლამენტით გათვალისწინებული საპარლამენტო ინსტრუმენტების გამოყენების შესაძლებლობა.
პარლამენტში დღეს რიგგარეშე პლენარული სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგშია რეგლამენტში შესატანი ცვლილებების განხილვა, რომელთა მიხედვითაც კონკრეტული ოპოზიციური ფრაქციების გარდა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეობის კანდიდატის წარდგენის უფლება ექნება საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ, უფრაქციო პარლამენტის წევრთა ჯგუფს.
კომენტარები