საქართველომ ნატოსა და ევროპასთან ერთად, უნდა გააძლიეროს თავისი როლი, როგორც ევროპული ფასეულობების შუქურამ კავკასიაში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გამოცემა Brussels Morning-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, კავკასია ვაჭრობის, ურთიერთკავშირისა და მშვიდობის ცენტრი უნდა იყოს, ევროკავშირს და ნატოს კი, კრიტიკული ინფრასტრუქტურის მხარდაჭერით, ამ მიმართულებით დახმარება შეუძლიათ.
ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა საქართველო ნატო-სთან უფრო ახლოს, ვიდრე 2008 წელს იყო, სალომე ზურაბიშვილი პასუხობს, რომ ამჟამად ქვეყანა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ბევრად უფრო ახლოსაა.
კომენტარები