თელ-ავივში მიმდინარე გრანდ სლემზე 90 კგ წონით კატეგორიაში ლაშა ბექაურმა ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადაშვილი დაამარცხა და ტურნირზე პირველი ადგილი დაიკავა.
90 კგ წონით კატეგორიაში, მესამე ადგილის მფლობელი ბექა ღვინიაშვილი გახდა, რომელმაც აზერბაიჯანელ მეხდიევს სუფთა გამარჯვებით სძლია.
ამ დროისთვის თელ-ავივში მიმდინარე გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებს ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ბრინჯაოს ორი მედალია.
ცნობილია, რომ გელა ზაალიშვილი, რომელმაც ნახევარფინალში გურამ თუშიშვილი დაამარცხა, ფინალში რუს ტამერლან ბაშაევს შეხვდება. თუშიშვილი კი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს.
100 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის ერთმანეთს ქართველები – ონისე დანებლიძე და ილია სულამანიძე დაუპირისპირდებიან.
კომენტარები