კახა კალაძესთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ის არის ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ლიდერი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, შესაძლებელია თუ არა, კალაძე აღარ იყოს თბილისის მერობის კანდიდატი.
„როცა 2011 წელს კახა კალაძე მოვიდა ბიძინა ივანიშვილთან, ამ ორი ადამიანის ტანდემმა შექმნა უკვე ისეთი სინერგია, რომ ცხადი იყო – გამარჯვება ჩვენ ხელთ იყო. ამ ადამიანმა ამის შემდეგ თავისი ავტორიტეტი, რომელიც მოიხვეჭა მანამდე, როგორც ფეხბურთელმა, გაზარდა, გააძლიერა, როგორც კარგმა მენეჯერმა და პოლიტიკოსმა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
კომენტარები