გვქონდა კიდევ ერთი პროდუქტიული დისკუსია ჩვენს პარტნიორებთან ერთად, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან მეორე შეხვედრის შემდეგ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მხარეებმა კიდევ ერთხელ განიხილეს ყველა ის საკითხი, რაც დიალოგსა და შესაძლო შეთანხმებას უკავშირდება.
„წინ წავიწიეთ ბევრი მიმართულებით. გაგრძელდება დისკუსიები პრემიერის (ბრიუსელში) ვიზიტის შემდეგაც. გარკვეული საკითხები დამატებით დაზუსტებას საჭიროებს და ეს დიალოგი უნდა გაგრძელდეს“, – აღნიშნა კობახიძემ.
მისივე თქმით, დღეს დაგეგმილი საერთო შეხვედრა აღარ გაიმართება და დიალოგი მომდევნო პერიოდში, ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელსი ვიზიტის შემდეგ გაგრძელდება, რომელიც 16 მარტს არის დაგეგმილი.
კომენტარები