ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის წინ განაცხადა, რომ დოკუმენტში, რომელიც მოლაპარაკების მაგიდაზე დევს, ასახული ყველა წინადადება მმართველი გუნდისგანაა წარდგენილი.
“ყველა წინადადება, რომელიც დღეს ასახულია დოკუმენტში, არის ჩვენგან წარმოდგენილი, აბსოლუტურად ყველა. არც ერთი წინადადება არ არის წარმოდგენილი ოპოზიციისგან. ყველა წინადადება უკავშირდება იმას, რასაც გააკეთებს ხელისუფლება. ერთადერთი ვალდებულება, რასაც იღებს ოპოზიცია, ეს არის პარლამენტში შესვლა და ისიც არს ძალიან ბუნდოვანი წინადადება მათი მხრიდან”, – ამბობს კობახიძე.
მისი თქმით, მმართველი გუნდი შეთანხმების მისაღწევად მაქსიმუმს აკეთებს და მომავალშიც ანალოგიურად გააგრძელებს მუშაობას.
კომენტარები