ჩვენი და ბურჯანაძის პარტიის პოზიციები რადიკალურად განსხვავებულია, განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკაში, უსაფრთხოებასა და ბევრ სხვა საკითხში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციური პარტიები მხოლოდ არჩევნების საკითხზე თანამშრომლობენ.
„ჩვენი და ბურჯანაძის პარტიის პოზიციები რადიკალურად განსხვავებულია, განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკაში, უსაფრთხოებასა და ბევრ სხვა საკითხში. ერთადერთი, რაშიც ოპოზიციური პარტიები ვთანამშრომლობთ, არჩევნების საკითხია. არჩევნებზე რომ ჩვენი პოზიციები ემთხვევა ერთმანეთს და ყველა ვფიქრობთ, რომ არჩევნები სერიოზული გაყალბებითა და ხარვეზებით მიმდინარეობდა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ყველა სხვა საკითხში ვეთანხმებით ერთმანეთს“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
კომენტარები