ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რაც ქვეყნისთვის გამოსავალს წარმოადგენს. ასეთი გამოსავალია უკეთესი სასამართლო, უკეთესი საარჩევნო სისტემა, უკეთესი პროკურატურა, – ასე უპასუხა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა კითხვას, თვლის თუ არა 2020 წლის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად ევროკავშირში დღეს გაკეთებული განცხადებების შემდეგაც.
„მას შემდეგ, რაც მე პარლამენტში შევედი, გადავწყვიტე, კონცენტრირება მოვახდინო მომავალზე და არა წარსულზე, მიუხედავად იმისა, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს წარსული. მიმაჩნია, რომ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რაც ქვეყნისთვის გამოსავალს წარმოადგენს. ასეთი გამოსავალია უკეთესი სასამართლო, უკეთესი საარჩევნო სისტემა, უკეთესი პროკურატურა. წარსულის ქექვა ჩემი ამოცანა აღარაა. ახლა ჩემი ამოცანაა მომავალზე და ხალხის პრობლემებზე კონცენტრირება. ამისკენ მოვუწოდებ ყველას. ჩვენს მოქალაქეებს სურთ, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი მალე მოგვარდეს და დავიწყოთ საუბარი ხალხის პრობლემებზე“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.