რაღაც საკითხები არის, რაც პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფოებრიობას ავნებს, მე ახლა დეტალებში არ შევალ, მაგრამ შეთანხმება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ძალიან დიდი სურვილი აქვს, რომ მმართველი გუნდის და ოპოზიციური ძალის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რათა ქვეყანაში სიტუაცია დასტაბილურდეს.
„ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ შეთანხმება შედგეს, სიტუაცია დამშვიდდეს და ქვეყანაში სიტუაცია სტაბილური გახდეს. დარწმუნებული ვარ, რომ გარკვეული შეთანხმებები მიიღწევა. რაღაც საკითხები არის, რაც პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფოებრიობას ავნებს, მე ახლა დეტალებში არ შევალ, მაგრამ შეთანხმება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
შალვა ნათელაშვილის შეფასებაზე თავს შევიკავებ, რადგან მგონია, რომ ოპოზიციის მხრიდან უფრო სერიოზული ფიგურები არიან წარმოდგენილნი, ამიტომ მოლაპარაკების პროცესს დაველოდოთ, დეტალებში შესვლისგან თავს შევიკავებ“, – განაცხადა კალაძემ.