ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.
“მივარდნები და მოვარდნები რომ არ მიყვარს, იცით, მაგრამ… როცა მუდმივად სხვას უვარდებიან, უნდა ჰქონდეთ მოლოდინი, რომ მათაც მიუვარდებიან.
ბათუმის ფაქტს რაც შეეხება, გაცვალეს ვიზიტები და რატომ უკვირთ ენმ-ის მომხრეებს?
ამდენი რომ იხმაურეთ, წესით უნდა გაგეპროტესტებინათ არა ის, თუ რატომ მოგივარდნენ თქვენი მივარდნის საპასუხოდ, არამედ კითხვა უნდა გიჩნდებოდეთ, ცოცხებით რატომ მოგადგნენ?
მესმის, ახალგაზრდები ხართ, ბევრი რამ არ იცით, ან არ გსურთ იცოდეთ. შეიძლება ცისფერი კასრებიც მოგიტანონ.
პარტიების განახლების იმიტაცია რომ გააკეთეს ახლახანს და გადამდგარები ისევ თავში რომ არიან, ახალგაზრდა წევრებმა უნდა იცოდეთ, სანამ ძველები გიდგათ სათავეში, მათ წარსულზე თქვენც იქნებით პასუხისმგებელნი.
ვინმეს თუ სურს გაიგოს რა მორალურ პასუხოსმგებლობას იზიარებთ, გუგლი ხომ გასწავლეს, “დასერჩეთ” ფრაზა “გახმაურებული საქმეები” და ყურადღებით წაიკითხეთ. სხვათაშორის სასამართლოების საიტზე ყველა გახმაურებული საქმის განაჩენი და მათი აღწერა იკითხება.
როცა გაეცნობით ამ საქმეებს, მერე გაიაზრეთ, გააგრძელებთ თქვენს ოპონენტებთან მივარდნებს, შეურაცხყოფებს, თუ დაშოშმინდებით და ისწავლით სამოქალაქო აქტიურობის კულტურას.
როცა პოლიტიკური კულტურა არ არსებობს, საიდან იარსებებს სამოქალაქო აქტიურობის კულტურა.”– წერს ამირან სალუქვაძე.