საქართველოში კორონავირუსის 1374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 11 პაციენტი. სიტუაცია საგანგაშოა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი თამთა მეგრელიშვილი წერს.
„ბოლო დღეებში აქტუალურია ჩინური ვაქცინის თემა. შევეცადე რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მომეპოვებინა და ახლა ამას თქვენც გაგიზიარებთ:
ჩინური ვაქცინა ტრადიციული მეთოდითაა დამზადებული. ეს არის ჩვეულებრივი აცრა რომელიც საკმაოდ ეფექტიანია.
40 ქვეყანაში მიმდინარეობს ჩინეთში დამზადებული ვაქცინით აცრა, აცრილია მილიონობით ადამიანი და არსად დაფიქსირებულა გვერდითი მოვლენა.
ჩინური ვაქცინით იცრება აზერბაიჯანი (უკვე მილიონი მოქალაქე) გაერთიანებული საემიროები (დუბაი), თურქეთი.
ჩინური ვაქცინის ეფექტიანობა ოფიციალური მონაცემებით 78%-ია. შედარებისთვის „ასტრაზენაკასი“ – 70% „ჯონსონის“ 66%.
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩატარებული კვლევის თანახმად „სინოფარმის“ ვაქცინის ეფექტიანობა 86%-ია. ჩინურ ვაქცინას ჯერჯერობით არ აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია, თუმცა ჯანმოს ავტორიზაცია არც „მოდერნას“ ვაქცინას აქვს, რომლითაც ვაქცინაცია შეერთებულ შტატებში მიმდინარეობს.
„სინოფარმის“ ვაქცინის შეძენას გეგმას ჩეხეთის რესპუბლიკა. სერბეთმა უკვე მიიღო „სინოფარმის“ 6 მილიონი დოზა.
2021 წლის 10 აპრილის მონაცემებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 774 მილიონი ჩინური ვაქცინის დოზაა ადმინისტრირებული.
უნგრეთმა ჩინური ვაქცინის გამოყენება 21 თებერვლიდან დაიწყო. უნგრეთი პირველი ევროპული ქვეყანაა, რომელმაც ევროპის წამლის სააგენტოს ავტორიზაციის მინიჭებამდე დაიწყო ჩინური ვაქცინის გამოყენება.
გამოყენებულია 550 000 დოზა აპრილის ბოლომდე უნგრეთში მოხდება 1 მილიონი დოზის იმპორტი“, – წერს მეგრელიშვილი.