„რუსული საქმის მკეთებელი ნინო ბურჯანაძე, პუტინს რომ ეახლება, როცა გამოიძახებენ, საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის წინააღმდეგია“, – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი დავით ქართველიშვილი და „ერთიანი საქართველოს“ ლიდერს, ნინო ბურჯანაძეს ეხმიანება, რომელმაც განაცხადა, რომ მამამისის მიერ დაწყებულ ბრძოლას ნამახვან ჰესის წინააღმდეგ აგრძელებს.
ქართველიშვილის თქმით, ნათელია, რუსული საქმის მკეთებლები პირდაპირ რუსეთიდან იღებენ დავალებას, რომ ჰესი არ აშენდეს.
„რომ საქართველოს არ ჰქონდეს დამოუკიდებელი ენერგია. რომ დამოკიდებული იყოს რუსეთზე და ოკუპანტს ჰქონდეს ბერკეტი ჩვენ ქვეყანაზე,“ – წერს ქართველიშვილი
კომენტარები