მამა პეტრე კვარაცხელია, რიონის ხეობის მცველებს სოლიდარობას უცხადებს და გულისტკივილს გამოთქვამს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს არ უწყობს, მათ გვერდით იყოს.
“ადამიანებო, ქართველებო, ერთგულებო, ორგულებო, მოტეხილი ხელი ისე მტკივა, წამლებით ვარ, დიდხანს ფეხზე ვერ ვდგები… ჭრილობა მისივდება და გონებას ვკარგავ…
ეს რომ არა, რა გამაჩერებს გამოკეტილ ოთახში… არ მაინტერესებს ვის რა პოზიცია აქვს და ვინ რის გამო ირჩევს დუმილს, ამ მოცემულ სიტუაციაში…
მე მუდამ იქ ვარ, სადაც ჩემი ქვეყანა და ხალხი დგას…
სადაც სამართლიანობისთვის და ნამდვილი ღირებულებებისთვის იბრძვიან…
იმედია, ჩემი ხელის მორჩენამდე ეს საკითხი მოგვარდება… წინააღმდეგ შემთხვევაში, მეც დავიცავ ჩემ წილ საქართველოს… თუმცა არც უმაგისოდ ვარ დარჩენილი… რაც შემიძლია ვლოცულობ და ღმერთს ვევედრები, გადმოხედოს ჩვენ გაყიდულ და შაგრენის ტყავივით დაგლეჯილ სამშობლოს…
ახლა არ არის ერთმანეთისკენ თითის გაშვერის დრო, ახლა მხოლოდ ქმედების დროა!..”- წერს მამა პეტრე.