ალერგოლიგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც პრეპარატი მოლნუპირავირი, რომელზეც ექიმების ნაწილი იმედს ამყარებდა, კოვიდის მკურნალობისთვის ეფექტური არ აღმოჩნდა.
“მოლნუპირავირი – სამწუხაროდ არ აღმოჩნდა ეფექტური მძიმე ანუ ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებში. ეს ერთხელ კიდევ აჩვენებს როგორი სიფრთხილე და ზომიერებაა საჭირო ყველას მხრიდან (პირველ რიგში ჩემს თავს ვგულისხმობ), სანამ ადამიანებს ინფორმაციას მივაწვდით. უკვე დროა გავიაზროთ, რომ კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ანტივირუსულ პრეპარატს რბილად რომ ვთქვათ დააგვიანდება. ერთადერთი შესაძლებლობა ქვეყანა გადარჩეს, ამ სიტვის პირდაპირი მნიშვნელობით, არის ვაქცინაცია. აი-ცერი” – წერს კულუმბეგოვი.
კომენტარები