“ისინი, ვინც ხელი მოაწერეს შეთანხმებას, დროა, გამოვიდნენ ,,ნაცმოძრაობის” – მათი სატელიტების გავლენიდან და დამუნათების შიშებიდან”, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” წევრი, გიორგი ამილახვარი სოციალურ ქსელში წერს.
,,ერთი ხელით ხელს აწერდე შეთანხმებას და მეორე ხელით ცდილობდე მის არშესრულებას, რაზე მეტყველებს?! ისინი, ვინც ხელი მოაწერეს შეთანხმებას, დროა, გამოვიდნენ ,,ნაცმოძრაობის” – მათი სატელიტების გავლენიდან და დამუნათების შიშებიდან! დროა, იმოქმედონ საკუთარი პოლიტიკური პასუხისმგებლობით დამოუკიდებლად, სხვა შემთხვევაში გაუჭირდებათ თვალი გაუსწორონ თავიანთ ამომრჩევლებს! ან ვასრულებთ შეთანხმებას ერთად, ან კიდევ ერთხელ გამოჩნდება ვინ ქვეყნის/სტრატეგიული პარტნიორების მხარეს და ვინ საპირისპიროდ,” – წერს გიორგი ამილახვარი.
კომენტარები