“ქართული ოცნების” წევრის და ახლა უკვე საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის კახა კუჭავას მეუღლე ლიზავეტა (ლიზა) ოსმინინა მეუღლეს კარიერულ წინსვლას ულოცავს.
კახა მუდმივად პარლამენტშია, ლიზა კი “ინსტაგრამ” გვერდს mycitytbilisi მართავს, სადაც წერს ოჯახზე, ქართულ კულტურაზე, ტრადიციებზე, ლეგენდარულ ქართველ მომღერლებსა და მსახიობებზე. მეუღლისადმი მისალოცი ტექსტიც, ლიზამ “ინსტაგრამზე განათავსა:
“დღეიდან ჩემი მეუღლე კახა კუჭავა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეა.
თავისი საქმის პროფესიონალი, ის არის პატიოსანი და ერთგული, თავისი ქვეყნისა და ხალხის პატრიოტი. მე გიჟურად ვამაყობ და აღფრთოვანებული ვარ ჩემი ქმრით და მთელი გულით ვუსურვებ წარმატებებს ახალ გზაზე.
მე ვამაყობ ჩემი ქმრით. ის უზომოდ შრომისმოყვარეა, ძალიან უყვარს საქმე და კახა ყოველთვის ასეთი იყო. ჩვენთვის ეს ახალი გამოწვევაა, და მე მჯერა, ყველაფერი კარგად იქნება. წარმატებები“, – წერს ლიზა “ინსტაგრამზე.
პარლამენტის თავმჯდომარის მეუღლე პირად ცხოვრებაზეც საუბრობს. მისი თქმით, მეუღლე ოჯახის უფროსია და წყვილს უთანხმოება ძალიან იშვიათად აქვთ.
“მე და ჩემი მეუღლე არ ვზეიმობთ წმ. ვალენტინის დღეს, 23 თებერვალს და 8 მარტს. ჩვენ გვაქვს ჩვენი თარიღები: 16 თებერვალს ჩვენ ხელი მოვაწერეთ სარეგისტრაციო სამსახურს ქალაქ სიღნაღში, 26 აპრილს კი ჯვარი დავიწერეთ მცხეთის ჯვრის ტაძარში.
ჩვენ ერთად ვართ 14 წელი, აქედან დაოჯახებული ვართ 13 წელი. როდესაც ვამბობთ, რომ არ ვჩხუბობთ, ყველას უკვირს, მაგრამ, უთანხმოება ძალიან იშვიათად გვაქვს – ადვილად ვუთმობთ ერთმანეთს და ვუშვებთ კომპრომისს. ამავე დროს, ქმარი ოჯახის უფროსია და ბევრ საკითხში ვიღებ მის რჩევას და ვუსმენ მას.
ქმარი ანთებს ცეცხლს, ცოლი კი მხარს უჭერს მას – ეს არის ჩვენი ცხოვრება. ჩვენი ურთიერთობის საფუძველია სიყვარული და მიმღებლობა. ჩვენ ერთმანეთს არ ვაკონტროლებთ და არ ვაძალებთ არაფერს: ყველაფერი სურვილისამებრ არის და სიყვარულიდან გამომდინარე. ჩვენ არ ვცდილობთ ერთმანეთის გადაკეთებას, თუმცა მე თვითონ შევიცვალე საქართველოში ცხოვრების დროს. მახსოვს, როდესაც ახალი დაქორწინებულები ვიყავით, მე არაფერი მესმოდა ქართული მენტალიტეტის, ტრადიციების შესახებ და ბევრი შეცდომა დავუშვი, მაგრამ ჩემმა მეუღლემ მოთმინებით ამიხსნა, მან მითხრა, ”საქართველოში ეს არ არის მიღებული”. დროთა განმავლობაში, რა თქმა უნდა, ვისწავლე და ბევრი ქართული ჩვევა მაქვს – დიდხანს ვფიქრობდი ქართულად.
ჩემი მეუღლე ბევრს მუშაობს, მას უფრო ხშირად ვხედავ ტელევიზორში, ვიდრე სახლში. მაგრამ მე გიჟურად ვამაყობ მისით და ვიცი, რომ ის ამ ყველაფერს აკეთებს სიხარულით და საკუთარი ქვეყნისთვის. მე მესმის, რა სიმშვიდეა როდესაც ის ბავშვებთან ერთად არის სახლში. ბედნიერი ვარ, რომ იგი ყოველთვის მხარს მიჭერს და აღფრთოვანებულია ჩემით.
კახა, გმადლობ ბედნიერი ცხოვრებისათვის.
თქვენ აღნიშნავთ საკუთარ დღესასწაულებს?“, – წერს ლიზა.