“სურვილის შემთხვევაში არ გაგიჭირდებოდათ სწორი ინფორმაციის მოძიება, მაგრამ დავალება ხომ სიცრუის ტირაჟირებაა?”, – ამის შესახებ იურისტი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ჟურნალისტ ეკა კვესიტაძეს მიმართავს.
“მილიონ ადამიანზე პირველები ვართ სიკვდილის მაჩვენებლით. სამარცხვინო “ქოცები”!
ეკა კვესიტაძევ, მესმის, ფიქრი არ დაგჭირდებოდა ამ შენეული “სიბრძნის” საჯაროდ გასავრცელებლად, მაგრამ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც სიკვდილით აშინებ, სიმართლე უნდა ვუთხრათ.
ამ ჩართზე საქართველო პირველ ადგილზე იმიტომ ჩანს, რომ სხვა ქვეყნები არაა მონიშნული.
თუ ყველა ქვეყანას ვნახავთ, მე-20 ადგილზეა იმავე ოურწორლდინდატა-ს მონაცემის მიხედვით.
მიზანი ამართლებს საშუალებას მესმის, მაგრამ სიკვდილის ტირაჟირებაც?!
სურვილის შემთხვევაში არ გაგიჭირდებოდათ სწორი ინფორმაციის მოძიება, მაგრამ დავალება ხომ სიცრუის ტირაჟირებაა?”, – წერს მეგრელიშვილი.