მუსიკალური ანსამბლის „ქართული ხმების“ წევრის, გურამ თამაზაშვილის ქალიშვილი, თამუნა სოციალურ ქსელში პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ სამადლობელ პოსტს აქვეყნებს.
„15 წელი მიცოცხლა ბიძინა ივანიშვილმა მამა. თან არ იფიქროთ, დაფინანსებით იფარგლებოდა. უკონტროლებდა ექიმთან ვიზიტებსაც. პირადად იყო ჩართული და ოპერაციებსაც ესწრებოდა ხოლმე. მახსოვს ერთ-ერთი ოპერაციის შემდეგ პარიზში, ნარკოზიდან გამოსვლა უჭირდა მამას და დათუნა ჩაუყვანა-ყველაზე მეტად ეგ მოარჩენსო. იტყვიან ახლა „მერე რა, მდიდარიაო“.
სიმდიდრე ფული არაა მხოლოდ – ასეთი ჟესტები, მხოლოდ კაცებს ახასიათებს. რატომ ვიხსენებ…?? მინდა იცოდეთ, რომ მახსოვს ეს ყველაფერი. არასოდეს დავიღლები ამ მადლიერებით. არ მინდა ვგავდე სხვებს..! ვისი მიკვირს და ეს არის თაკო ჩარკვიანი – ასეთი უმადური რა გაჩნდი ქალო..?! სირცხვილი შენ. ბოდიში ჯანსუღის სულთან და მამუკასთან, მაგრამ ზღვარი აღარ გაქვს. რა სამწუხაროა..!!!“