ვინ, როგორ და რა მიზნით დაგეგმა ეს აქცია, ამით აუცილებლად შესაბამისი სამსახურები უნდა დაინტერესდნენ, და არა მარტო უნდა დაინტერესდნენ არამედ სიმართლეც უნდა დაადგინონ და ასევე აუცილებლად უნდა უთხრან საზოგადოებას! – ამის შესახებ Facebook-ზე ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი წერს.
„ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტი, რომ არა მხოლოდ ჰესის წინააღმდეგ პროტესტია, ესეც ნელ-ნელა უფრო ცხადი ხდება, იმ ფონზე, როდესაც ორგანიზატორი ყმაწვილი, მუდმივად დედის კარნახით (ნინო ბურჯანაძე და ანზორ ბიწაძე გამახსენდა), ჯერ დედაქალაქის პარალიზებას აანონსებს, მერე უარს აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე, ქუჩაში ჩამოდი და იქ დავილაპარაკოთო… მერე კი მსვლელობას იწყებს თავისი მხარდამჭერებით, უფრო სწორედ აქეთ-იქით უაზროდ დაატარებს და სიტუაციის დაძაბვას ცდილობს, ბოლოს კი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი აღლუმის ჩაშლის მოწოდებით გამოდის, დამაფიქრებელია,
ძალიან დამაფიქრებელია და სულაც არ მეჩვენება ეს ყველაფერი შემთხვევით! ეს არ არის დემოკრატია და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება, ამას სხვა რამე ჰქვია და ამ სხვა რამეს სხვა პასუხი უნდა გაეცეს!
ეს პასუხი კი შემდეგი უნდა იყოს-ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დაესვას ამ სხვადასხვა სცენარით ქვეყანაში ამ დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობებს!“ – წერს ნიკოლეიშვილი.
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა წარმომადგენელმა, ვარლამ გოლეთიანმა მოსახლეობას მოუწოდა, 26 მაისს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმის ნაცვლად, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციაზე მივიდნენ.