ხალხს დამოუკიდებლობის დღის ზეიმის ნაცვლად, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ორგანიზებულ აქციაზე მისვლისკენ რომ მოუწოდებ, ეს არის პატრიოტიზმი? ეს არის ქვეყნის სიყვარული? ეს უკვე არა ჰესის მიმართ, არამედ ქვეყნის მიმართ პროტესტია, – ასე ეხმაურება ექსპერტი ანდრია გვიდიანი „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა წარმომადგენლის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებას.
„მოიცა, მოიცა, ეს ნამდვილად თქვა?! ნეტა გააზრებული აქვს საერთოდ, რაზე ლაპარაკობს და ნეტავ იცის რამდენს იღებს საკუთარ თავზე?! მოკლედ ლუსტრაცია გრძელდება.
ხალხს დამოუკიდებლობის დღის ზეიმის ნაცვლად, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ორგანიზებულ აქციაზე მისვლისკენ რომ მოუწოდებ, ეს არის პატრიოტიზმი? ეს არის ქვეყნის სიყვარული? ეს უკვე არა ჰესის მიმართ, არამედ ქვეყნის მიმართ პროტესტია.
P.S. – ვინმე კეთილისმსურველმა ურჩიეთ ამ ახალგაზრდას, ცოტა გონს მოვიდეს და თავისი ადგილი ისწავლოს;
P.P.S – ვიღაც ტროლებმა ლექსი დაუწერეს, იესოს შეადარეს და მგონი მართლა დაიჯერა, რომ მესიაა“, – წერს ანდრია გვიდიანი.