ექსპერტი, ამირან სალუქვაძე “ნამოხვანჰესის” მშენებლობის მოწინააღმდეგეების აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის მოწოდებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
“26 მაისის, ანუ დამოუკიდებლობის დღის პარალიზებაა გეგმაში?!
უკვე გაჟღერებაც კი, მივალთ, ხმას გავაგონებთ, ძირია. თანაც, 11 წლის წინ გავლილი თემაა.
აბა, რა გითხრათ?!
დამოუკიდებლობა არის ყველაზე დიდი ეროვნული ღირებულება. მომიწევს ძველი პოსტის ახლიდან გამოქვეყნება.
ისე, ცნობისთვის, სამებაში ეროვნული გმირი ასვენია. ეს რამდენიმე დღე ერი სხვა დღის წესრიგით უნდა ცხოვრობდეს, წესით…”, – წერს სალუქვაძე.
კომენტარები