„ახალგაზრდული ცენტრის” ხელმძღვანელი, ზურაბ ქადაგიძე “ნამოხვანჰესთან” დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“არასდროს დამიფიქსირებია სუბიექტური დამოკიდებულება “ნამოხვანჰესთან” დაკავშირებით იმიტომ, რომ ვუსმენ როგორც ერთ, ისე – მეორე მხარეს და ვთვლი, რომ ყველა საკითხი საგნობრივი დისკუსიის დროს უნდა გადაწყდეს.
თუმცა….
დღევანდელი მოცემულობა უკვე კარგა მანძილით დაშორდა კონკრეტულ საკითხს და პრაგმატიზმიდან პოლიტიკურ პრიმიტივიზმში გადაიზარდა.
ანუ… ულტიმატუმი სახელმწიფოს წინააღმდეგ და ღია კონფრონტაცია საზოგადოებასთან.
-მოვახდენთ ქალაქის პარალიზებას!
-26 მაისის აღლუმი ჩატარდეს არა სახელმწიფოს, არამედ პროტესტანტების აქციების ფარგლებში!
ბევრჯერ შეირყა ეს ქვეყანა დაუფიქრებელი და გაუაზრებელი მოქმედებებით…
ბევრჯერ მოხდა დაპირისპირება ირაციონალური ლოზუნგების გამო…
ბევრჯერ აღმოვჩნდით “სასარგებლო იდიოტების” როლში ჩვენი მტრების სასიკეთოდ…
ამიტომ, ხომ არ ჯობს, ჩვენს საქციელს ცოტა აზრი დავაყოლოთ, სანამ გვიანი არ არის?
P.S. დედაქალაქი სტუმარმასპინძლობით არ გამოირჩევა მხოლოდ…”, – წერს ქადაგიძე.