გახარიაა შველა კაკ რაზ ქვეყნისთვის, რომ ცოტა მოფხიზლდეს ხელისუფალი, – ამის შესახებ პროდიუსერი ნატო დუმბაძე სოციალურ ქსელში წერს.
“აი ნუთუ მართლა ქვეყანაში გახარიაა პრობლემა? გახარიაა შველა კაკ რაზ ქვეყნისთვის, რომ ცოტა მოფხიზლდეს ხელისუფალი! ნაცებთან შეხმატკბილებული კინკლაობა არ არის ქვეყნის მართვა და შველა, ეგ გადაფარვას ჰგავს, დოლარის კურსის გაუფასურების, პროდუქტებზე ფასების ზრდის, წამლებზე და უამრავი პრობლემის რის ზღვარზეც არის ქვეყანა!
განხვავებული აზრის მქონე ადამიანებზე მოკაკუნე დამსჯელი რაზმების მობილიზება ზემოდან და გაშავებები ხომ ტრადიციად გახადეს!
განსჯის, ანალიზის, დანახვის უნარს ვერანაირი გაშავება ვერ მოერევა, ასე რომ დაამშვიდონ ძველი “ნათელმხილველები” ვითომ ჯოკრებად რომ ამოაცურებენ ხოლმე! ეს მათ რეიტინგს აზიანებს და კარგადაც მიაზიანა უკვე!
დაუძველდათ მეთოდები!
მართლა ნაცებს დაემსგავსნენ!
P.S. გუშინ ყური მოვკარი ეხლა უგულავას უპირებენ შებრუნებასო და ნუ აი მართლა როდემდე ვუყუროთ ცირკს!“, – წერს ნატო დუმბაძე.