ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე გიორგი გახარიას პარტიის დაფინანსების საკითხს ეხმიანება სვამს კითხვას – არის თუ არა, ის კეზერაშვილთან ალიანსში. მისივე თქმით, ყოფილი პრემიერის მიმართ დღის წესრიგში არსებულ ორ მწვავე თემას, თუ რატომ გადადგა გაურკვეველი მიზეზით და რატომ ითამაშა ნაცების თამაში, კიდევ ემატება ბადრი ჯაფარიძისთვის გადაცემული, ან არგადაცემული წერილის საკითხი. ექსპერტი გახარიას გუნდის წევრებს არასერიოზული დამოკიდებულებისთვის აკრიტიკებს და მიიჩნევს, რომ მათ მიმართ დასმულ შეკითხვებს პასუხი უნდა გაეცეს.
„გიორგი გახარიას მისამართით უკვე არსებულ ორ უმწვავეს შეკითხვას, ახლა მესამეც დაემატა – ბადრი ჯაფარიძისთვის გადაცემული, ან არგადაცემული წერილი. აქამდე, დღის წესრიგშია ორი თემა – რატომ გადადგა გაურკვეველი მიზეზით და რატომ ითამაშა ნაცების თამაში (ნებსით თუ უნებლიედ)? მეორე კითხვა არის დაფინანსების თაობაზე, (ვინ დააფინანსა უკვე განხორციელებული აქტივობები), არის თუ არა, ის კეზერაშვილთან ალიანსში. იმ დროს, როცა ხალხი მისგან პასუხებს ელოდება, მისი გუნდის წევრები ყველაფერზე ამბობენ სასაცილოა, არასერიოზულია, პასუხს ვერ გაგცემთ… ხალხი/ამომრჩეველი მათ შორის მომხრეც და მოწინააღმდეგეც კონკრეტულ პასუხებს ითხოვს, პასუხების ნაცვლად კი თქვენ იცინით. იცინეთ, იცინეთ და ვინ გაიცინებს მაგას შემოდგომაზე ვნახავთ, ანუ, ვის დატოვებს გაღიმებულს ამომრჩეველი“, – წერს Facebook-ზე ბოჟაძე.
„კეზერაშვილმა გახარიას პარტიას უკვე მილიონზე მეტი დაახარჯა“,- ამ სათაურით სტატიას ongo.ge აქვეყნებს.